პრაიმერის "მარათონი" 5 აპრილს გაიმართება - კვირის პალიტრა

პრაიმერის "მარათონი" 5 აპრილს გაიმართება

პრაიმერის წესით რეგიონული კანდიდატები 5 აპრილიდან შეირჩევიან, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვები

ჩატარდება.

თბილისის მერობისთვის პრაიმერში კენჭს იყრიან "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური, "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი. მერობის კანდიდატს ეროვნული საბჭო 9 აპრილს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე დაასახელებს, პრაიმერი კი 20 აპრილამდე გაგრძელდება.

პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს ექვსი პოლიტიკური სუბიექტი: "კონსერვატორები", "ხალხის პარტია", მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "მომავლის პარტია", მოძრაობა "ქრისტიანული საქართველო" და ვეტერანთა კოალიცია "მამულიშვილი".