"გაჩეჩილაძე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა " - კვირის პალიტრა

"გაჩეჩილაძე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა "

ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძის მიერ "მეორე არხის" ეთერში გასულ განცხადებაზე და არ დაეთანხმა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში

ჩაკვდა.

"ლევან გაჩეჩილაძე თავისი წარსულის გამო არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ჩემთვის მისასალმებელი იქნება მისი აქტიური დაბრუნება პოლიტიკაში. იგი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ამის შემდეგ შევაფასებთ მის ნაბიჯებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარი, ეს შეფასება არ იქნება მართებული, ვინაიდან საქართველო დღეს იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში", - განაცხადა ალასანიამ.