"შეწყდეს ტერორი!" - კვირის პალიტრა

"შეწყდეს ტერორი!"

"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" მის წინააღმდეგ ზეწოლისა და ტერორის

შეჩერებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანში ალასანიას მხარდამჭერთა დაშინებამ და ტერორმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ზეწოლის ფაქტი რამდენიმე დღის წინ დიღომშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტზე საქმეც აღიძრა, თუმცა გამყრელიძეს ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს. მისი ვარაუდით, ასეთი ფაქტები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ეს არჩევნები კი არ არის რიგითი და უმნიშვნელო.