შალვა ნათელაშვილი: - შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერი იყო... - კვირის პალიტრა

შალვა ნათელაშვილი: - შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერი იყო...

22 მარტს ოპოზიციის შეკრება სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სამუშაო ჯგუფის შექმნით დასრულდა, რომელსაც გოგა ხაინდრავა უხელმძღვანელებს. შეკრების

ინიციატორის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს ოპოზიციის მომავალ შეხვედრებს და შეადგენს მათ სამოქმედო გეგმას.

ნათელაშვილმა შეხვედრას უაღრესად ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა: "მიმართვის ტექსტი დაეგზავნება ყველა ოპოზიციურ პარტიას და მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი შეხვედრას არ ესწრებოდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ თანამშრომლობისკენ".