"ეროვნულმა საბჭომ" პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა - კვირის პალიტრა

"ეროვნულმა საბჭომ" პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია

გაიმართა.

"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით, "ეროვნული საბჭო" აგრძელებს აქციებს უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უკანონო პატიმრებიც იმყოფებიან.

"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, გარდა აღნიშნულისა, საპატიმროებში პირობები განსაკუთრებით დამძიმდა ხათუნა კალმახელიძის გამინისტრების შემდეგ. მაგალითად, ქსნის კოლონიაში პატიმრებს თითქმის ყოველდღიურად სცემენ. ცოტნე გამსახურდიას კი საკუთარ პროცესზე დასწრება ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით აეკრძალა.