სახიფათო ტენდენცია ბეჭდური მედიისთვის?! - კვირის პალიტრა

სახიფათო ტენდენცია ბეჭდური მედიისთვის?!

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მედიაკონტროლის გაძლიერებას აპირებს. მათ დაგეგმილი აქვთ

ბეჭდური მედიის წნეხის ქვეშ მოქცევა.

კერძოდ, მათმა კონტროლირებადმა კომპანიამ "აუდორ ჯიმ" ბიზნესი ახალი მიმართულებით აამუშავა და სტამბა გახსნა. ამის პარალელურად, მიმდინარეობს გამომცემლობების დახურვა.

"ეს არის სახიფათო ტენდენცია ბეჭდური მედიისათვის. გრძნობენ, რომ სააკაშვილის ეპოქა სრულდება და  ორი ფაქტორი - მედიისა და ფინანსური კონტროლი გაააქტიურეს", - განაცხადა გამყრელიძემ.