ქუჩისთვის ბუშის სახელის გადარქმევას მოითხოვენ
თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით რეჟისორ ზაზა სვანიძის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ბუშის ბანერთან მიიტანეს ძველი ფეხსაცმელები და გააკრეს წარწერა: "ჯორჯ ბუშს - ქართველი ხალხისგან". ბანერზევე გააკრეს ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის გადახაზული ფოტოები, ასევე ტრანსპარანტები წარწერით: "გადაერქვას სახელი ჯორჯ ბუშის ქუჩას".