ქუჩისთვის ბუშის სახელის გადარქმევას მოითხოვენ - კვირის პალიტრა

ქუჩისთვის ბუშის სახელის გადარქმევას მოითხოვენ

თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით რეჟისორ ზაზა სვანიძის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ბუშის ბანერთან მიიტანეს ძველი ფეხსაცმელები და გააკრეს წარწერა: "ჯორჯ ბუშს - ქართველი ხალხისგან". ბანერზევე გააკრეს ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის გადახაზული ფოტოები, ასევე  ტრანსპარანტები წარწერით: "გადაერქვას სახელი ჯორჯ ბუშის ქუჩას".