ლეიბორისტები საპროტესტო "ჭიაკოკონით" იმუქრებიან - კვირის პალიტრა

ლეიბორისტები საპროტესტო "ჭიაკოკონით" იმუქრებიან

"ლეიბორისტული პარტია" მობილური ოპერატორებისგან სასაუბრო ტარიფების ევროპულ ფასებთან შესაბამისობას ითხოვს. ამ მოთხოვნით, პარტიის წევრებმა და მათმა

მხარდამჭერებმა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ორიგინალური საპროტესტო აქცია გამართეს, - კომისიის შენობის წინ კოცონი დაანთეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, ცეცხლი ზუსტი და რეალური შესატყვისია იმ ტარიფებისა, რომელიც საქართველოში არსებულ მობილურ ოპერატორებს აქვთ დაწესებული.

"ლეიბორისტული პარტია" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს, ერთ კვირაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რათა მობილურ საუბრებზე რეალური ტარიფები დაწესდეს. გიორგი გუგავას განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და ტარიფები არ შემცირდება, კოცონს უკვე კომისიის ხელმძღვანელებისა და წევრების სახლებთანაც დაანთებენ.