100-ტონიანი ცისტერნების ჩამოცვენა უმსხვერპლოდ დასრულდა - კვირის პალიტრა

100-ტონიანი ცისტერნების ჩამოცვენა უმსხვერპლოდ დასრულდა

კომპანია "ყაზბეგის" რუსთავის ქარხანაში 100-ტონიანი ცისტერნები ჩამოცვენა. "ყაზბეგის" პრეზიდენტის, გოგი თოფაძის განცხადებით, გაურკვეველი მიზეზების გამო

ერთი ცისტერნა ჩამოვარდა, რამაც დანარჩენი 14-ის ჩამოცვენაც გამოიწვია. ცისტერნებში ლუდის ფერმენტაცია მიმდინარეობდა.

როგორც თოფაძე აღნიშნავს, კომპანიამ მომხდარის შედეგად უდიდესი ზარალი მიიღო, რადგან დაახლოებით 800 ტონა ლუდი დაიღვარა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.