გამნაღმველებმა ესტაკადაზე ჟანგბადის ბალონი ააფეთქეს - კვირის პალიტრა

გამნაღმველებმა ესტაკადაზე ჟანგბადის ბალონი ააფეთქეს

28 მარტს, გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობისას, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟანგბადის ბალონი აღმოაჩინეს, რის გამოც ზოოპარკი რამდენიმე საათით

დაიკეტა.   ბალონი გამნაღმველებმა ააფეთქეს.

"წინასწარი სამუშაოები ჩატარდა და გამნაღმველებმა ყველა საჭირო ზომა მიიღეს, რომ უსაფრთხოება გარანტირებული ყოფილიყო. აფეთქების შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, საიდან გაჩნდა ჟანგბადის ბალონი აღნიშნულ ტერიტორიაზე.