"წარუმატებელი იდეა?" - კვირის პალიტრა

"წარუმატებელი იდეა?"

მოსკოვი საქართველოში გუანტანამოს ბანაკიდან სამი პატიმრის გადმოყვანას ეხმაურება და მას "წარუმატებელ იდეად" აფასებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, - დღეს ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს და შეუძლია გუანტანამოს ყოფილ პატიმართა  ზედამხედველობის განხორციელება.

"სად არის გარანტია, რომ ხვალ რომელიმე მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდება და ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდფორმირებებს არ დაუკავშირდება. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები აცნობიერებენ რისკებს, რომლებიც თან სდევს საქართველოში გუანტანამოდან ისლამისტების გაგზავნას და ყველა ზომას მიიღებენ, რომ "სიურპრიზები" არ დაუშვან", - განაცხადა ნესტერენკომ.