მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენა სააღდგომოდ აღდგება - კვირის პალიტრა

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენა სააღდგომოდ აღდგება

ავიაკომპანია "აირზენა" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვში ექვს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. კომპანიის პრესსამსახურის

ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმება რუსულ მხარესთან ჩარტერული რეისების შესრულებაზე საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშეა მიღწეული.

თუმცა ამ ფაქტს ზურაბ ნოღაიდელი საკუთარ მიღწევად მიიჩნევს. ჩარტერული რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისი 1, 2, 3, 10, 12 და 14 აპრილს შესრულდება.