ქართველი მეზღვაური ფილიპინებზე დაიტოვეს - კვირის პალიტრა

ქართველი მეზღვაური ფილიპინებზე დაიტოვეს

2009 წლის აგვისტოში ფილიპინებზე დაკავებული პანამის დროშით მცურავი გემის 13 ქართველი მეზღვაურიდან საქართველოში  მხოლოდ 12 დაბრუნდა. ერთი,

გიორგი შავიშვილი კვლავ დაკავებულია.

არაოფიციალური ვერსიით, გიორგი შავიშვილი დაახლოებული იყო გემის კაპიტანთან, რომელიც იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით არის დაკავებული. შავიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი მანილაში დარჩა.