მთაწმინდაზე ფიროსმანის სიმბოლური საფლავი მოეწყობა - კვირის პალიტრა

მთაწმინდაზე ფიროსმანის სიმბოლური საფლავი მოეწყობა

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოეწყობა ფიროსმანის სიმბოლური საფლავი, რომელსაც მხატვარ გია გურასპაშვილის მიერ შექმნილი

ნიკალას ფრესკა დაამშვენებს.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, ფიროსმანის საფლავი უცნობია. ამდენად, მიიღეს გადაწყვეტილება მთაწმინდაზე მისი სიმბოლური საფლავი არსებობდეს. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უკვე არსებობს მწერალ ივანე მაჩაბლის სიმბოლური საფლავი. ასევე, 1937 წლის რეპრესიების შედეგად დაღუპულ კულტურის მოღვაწეთა მემორიალი.