ქარიშხალმა ქალი შეიწირა - კვირის პალიტრა

ქარიშხალმა ქალი შეიწირა

27 მარტს, დასავლეთ საქართველოში ამოვარდნილ ქარიშხალს ვანის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა. 45 წლის ნონა გურგენიძე ეზოში იყო, როდესაც ქარისაგან მოგლეჯილი

წყლის ავზი დაეცა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაზიანებულია წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები "გეოლოგი" და "მეტალურგი", სადაც აფხაზეთიდან დევნილთა 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. ქარმა ტყიბულში რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობასაც გადახადა სახურავი.

დაზარალდა სამეგრელოს რეგიონიც. სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "იმერეთი" დააზიანა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. ავარიის შედეგად რამდენიმე ქვესადგური გაითიშა, რამაც ელექტროენერგიის მიწოდებაში თბილისშიც შეფერხება გამოიწვია. რამდენიმე წუთით თბილისში მეტროც გაითიშა.