19 წელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან - კვირის პალიტრა

19 წელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან

1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე საერთო-სახალხო კენჭისყრა - რეფერენდუმი ჩაატარა.

ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით) ჩატარდა.

იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობითა და 1918 წლის 26 მაისს გაფორმებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.