ხელისუფლებას "ტყუილების დღე" მიულოცეს - კვირის პალიტრა

ხელისუფლებას "ტყუილების დღე" მიულოცეს

"ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, დედაქალაქის  მერ გიგი უგულავასა და

მიხეილ სააკაშვილს, "ტყუილების საერთაშორისო დღე" მიულოცეს".

აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის "ტყუილების ის ტოპხუთეული", რომლებმაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. "ტოპხუთეულში" მოხვდა 13 მარტის "მოდელირებული "ქრონიკა", "თბილისი - დასაქმებულთა ქალაქი", "სააკაშვილის მთავარი გზავნილი "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე", "კეთილმოწყობილი თბილისი" და "მერიის გამჭვირვალე ბიუჯეტი".