"იმელის" ნგრევა გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

"იმელის" ნგრევა გააპროტესტეს

"თბილისის ჰამქრის" ორგანიზებით იმელის" შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა შენობის ნგრევის შეჩერება მოითხოვეს. "თბილისის

ჰამქრის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა:

"მოვითხოვთ, შეჩერდეს ძეგლის განადგურება და აღუდგეს შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი, რომელიც გიგი უგულავას ერთპიროვნული მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა"". მისივე თქმით, "თბილისის ჰამქრის" წევრები ორჯერ შეხვდნენ ინვესტორებს, რომლებიც "იმელში სამუშაოებს ატარებენ, მაგრამ უშედეგოდ. აქციაში დაახლოებით 60 კაცი მონაწილეობდა. მათ შენობის წინ "ცოცხალი ჯაჭვი" შეკრეს.