მოსკოვი ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

მოსკოვი ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი  მოსკოვში მოწყობილ ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს. "ჩვენ გვქონდა

ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ზოგიერთ წარმომადგენელს კავშირი ჰქონდა ჩრდილო კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მოსკოვში მოწყობილ ტერაქტებთან", - განაცხადა პატრუშევმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი არაპროგნოზირებადია, მან ერთხელ უკვე გააჩაღა ომი და გამორიცხული არ არის, კიდევ გაიმეოროს, ამიტომაც ტერაქტებში ქართული კვალის შემოწმება აუცილებელია".