"ალიანსი საქართველოსთვის" უკვე ოთხი პარტიის ერთობაა - კვირის პალიტრა

"ალიანსი საქართველოსთვის" უკვე ოთხი პარტიის ერთობაა

9 აპრილს სალომე ზურაბიშვილის პარტია  "საქართველოს გზა" შეუერთდა "ალიანსს საქართველოსთვის".

"ალიანსის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან იმ ავადსახსენებელ ღამეს დაღუპულთა პატივის მისაგებად მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ზუსტად 21 წლის წინ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა ბევრი ქართველი, მაგრამ მიზანი, რომელიც მათ დაისახეს, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. მისივე თქმით, ეს მიზანი მიიღწევა მხოლოდ არჩევნების გზით. "ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე "ალიანსს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

"ალიანსი" არის უკვე არა სამი, არამედ ოთხი პარტიისგან შემდგარი ერთობა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.