მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური იქნება - კვირის პალიტრა

მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური იქნება

თბილისის მერის არჩევნებზე "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კობა დავითაშვილი იქნებიან.

ისინი პრაიმერის წესით შეირჩნენ, რომლის შედეგებიც "ეროვნული საბჭოს" ყრილობაზე გამოცხადდა.

პრაიმერში გამოიკითხა 12000 ამომრჩეველი. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 5833 ხმა, ანუ 51,9% მიიღო, ხოლო კობა დავითაშვილმა - 5414 ხმა, ანუ 48,1%.

მაჟორიტარი კანდიდატები "ეროვნულ საბჭოს"  25-ივე ოლქში ეყოლება. პრაიმერში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა კანდიდატმა.