ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას ითხოვენ

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ რუსულ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას

ითხოვს.

როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რუს სამხედროებს სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად ქართველი მაღალჩინოსნები 50 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

"ხომ არ იყო მსგავსი გარიგების ნაწილი აუღებელი კოდორის ხეობის ტყვიის გაუსროლელად ჩაბარება, არსებობს თუ არა სხვა, მსგავსი მოღალატური გარიგებები, რომელთა შედეგებს ისედაც კატასტროფის პირას მდგომი ქვეყანა მომავალში უნდა ელოდოს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

"სახალხო კრების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას, რომელიც ფულს საკუთარი ქალაქების ასაფეთქებლად და საკუთარი მოქალაქეების დასახოცად იხდის, ქვეყნის სათავეში ყოფნის უფლება არა აქვს.