"ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრება სააკაშვილის შურისძიებაა" - კვირის პალიტრა

"ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრება სააკაშვილის შურისძიებაა"

"ლეიბორისტული პარტია" ცოტნე გამსახურდიასთვის 10 წლით პატიმრობის მისჯას "სააკაშვილისგან შურისძიებად" აფასებს და ამ ფაქტის  ევროპარლამენტის მსჯელობის საგნად ქცევას გეგმავს.

"ლეიბორისტული პარტია ვაპროტესტებთ დიქტატორი სააკაშვილის დამოკიდებულებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და აღნიშნული პოლიტიკური ინციდენტის შესახებ შევატყობინებთ ევროკომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში, რათა აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის მსჯელობის საგნად იქცეს", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გამსახურდია ბრალდებულია განზრახმკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.