ნოღაიდელი პოლიციას შეეჯახა - კვირის პალიტრა

ნოღაიდელი პოლიციას შეეჯახა

8 აპრილს "ეროვნული საბჭოს" ლიდერები დიღომში მდებარე  დალუქულ სტამბა "თბილისელებში" შესვლას ცდილობდნენ, რომელსაც პოლიცია იცავდა. სტამბის

შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და ზურაბ ნოღაიდელს, კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურსა და მათ მხარდამჭერებს შორის.

პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა. "ეროვნული საბჭოს" ლიდერები აცხადებენ, რომ შენობაში ინახება მათი საკუთრება - სოციოლოგიური გამოკითხვის ფურცლები და ბიულეტენები, რომლებიც სტამბას უნდა დაებეჭდა პრაიმერის ჩატარების პროცესისთვის.

კობა დავითაშვილის თქმით, მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან წინასაარჩევნო პროცესებს ხელი შეეშალა. მისივე თქმით, სტამბის ხელმძღვანელობა დაიმალა, მაგრამ მოგვიანებით ნოღაიდელმა ბიულეტენები სტამბიდან მაინც გამოიტანა.