პერევი საკონცენტრაციო ბანაკივით ჩაკეტეს - კვირის პალიტრა

პერევი საკონცენტრაციო ბანაკივით ჩაკეტეს

საჩხერის რაიონის გამგებელ ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეუშვეს ქართველ ექიმთა ჯგუფი, რომელსაც

მოსახლეობისთვის გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა.

"მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ექიმები და მედიკამენტები ბლოკპოსტზე არ გაატარეს, ექიმებმა  მოსახლეობის გამოკვლევა და მედიკამენტების დარიგება სოფელ ჯრიაში, დაწყებითი სკოლის შენობაში დაიწყეს. აქ გამოკვლევა უტარდება პერევის, ჯრიისა და ქარძმანის მოსახლეობას", - აღნიშნა ზურაბ ცერცვაძემ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა პერევის ბლოკ-პოსტზე კონტროლი გაამკაცრეს, თუმცა მოსახლეობა მაინც ახერხებს სოფელ ჯრიაში გადასვლას და სამედიცინო აქციაში მონაწილეობას.