"ხიდი უკეთესი მომავლის სიმბოლოა" - კვირის პალიტრა

"ხიდი უკეთესი მომავლის სიმბოლოა"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიყეზე "მშვიდობის ხიდის" კონსტრუქციის მტკვარზე გადაკიდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და 9

აპრილისადმი მიძღვნილი სიტყვა თქვა:  "9 აპრილი საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და ტკივილიანი წარსულის გახსენების დღეა.

თუმცა, დღეს სიმბოლურად ვხსნით ხიდს, რომელიც არა მხოლოდ მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადებული ხიდია, არამედ იქნება ხიდი საქართველოს წარსულიდან უკეთეს მომავალში, ხიდი თაობებს შორის, ხიდი საქართველოს დიდ ისტორიასა და თანამედროვეობას შორის".

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იტალიელ არქიტექტორ მექელე დე ლუჩის, რომელმაც ხიდის პროექტი შექმნა და განაცხადა, რომ მისი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ნაშრომები ბოლო წლებში სწორედ საქართველოში შეიქმნა.