"ქვეყანას კრიმინალური კარტელის მენტალიტეტი მართავს" - კვირის პალიტრა

"ქვეყანას კრიმინალური კარტელის მენტალიტეტი მართავს"

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას

"კრიმინალური კარტელის მენტალიტეტით მართავს".

"სააკაშვილი-უგულავას ხელისუფლება კრიმინალური კარტელის მენტალიტეტით მართავენ ქვეყანას. თითოეული მოქალაქის ფინანსები დღეს ურცხვად იხარჯება ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაზე, ადმინისტრაციული რესურსი და პოლიცია ჩართულია საარჩევნო პროცესში. სწორედ ეს იწვევს ცვლილებების მოთხოვნას საზოგადოებაში", - აღნიშნა ალასანიამ.