პოლონეთში გლოვა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

პოლონეთში გლოვა გამოცხადდა

გავრცელებული ინფორმაციით, სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას პოლონელები 70 წლის წინ კატინში მომხდარი ტრაგედიის გაგრძელებად მიიჩნევენ. პოლონეთის

პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლითურთ და დელეგაციის თანხლებით კატინის ტრაგედიის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიფრინავდა.

1940 წელს კატინში საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა "ტროიკის" განჩინებით 14 000-ზე მეტი უდანაშაულო პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს, რასაც რუსეთი დღემდე არ აღიარებს. ამიტომაც ეს საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის უთანხმოების მიზეზი. თვითმფრინავ "ტუ-154"-ში პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარია კაჩინსკას გარდა, იმყოფებოდნენ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაცია (ვრცლად იხ. გვ. 3). "ინტერფაქსის" ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი 96 ადამიანიდან არც ერთი არ გადარჩა. მომხდარი ტრაგედიის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.

ლეხ კაჩინსკის ცხედარი ვარშავის სამხედრო აეროპორტში სპეციალური რეისით ჩAაასვენეს. პრეზიდენტის ცხედარს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ძმა, დედა, შვილი, პრემიერი დონალდ ტუსკი, მთავრობის წევრები და სასულიერო პირები დახვდნენ. სასულიერო პირებმა აეროპორტშივე აღავლინეს პრეზიდენტის სულის მოსახსენებელი ლოცვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპულ პრეზიდენტს ვარშავაში დაკრძალავენ.

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს პოლონელ ხალხს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და ოფიციალური დელეგაციის  ტრაგიკულად დაღუპვის გამო.