ბიშკეკში ქაოსი გრძელდება - კვირის პალიტრა

ბიშკეკში ქაოსი გრძელდება

7 აპრილს ყირგიზეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79 კაცამდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,

გადატრიალების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტმა ყურმანბექ ბაკიევმა ბიშკეკი დატოვა.

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ უფლებამოსილების მოხსნის სანაცვლოდ მოქმედ პრეზიდენტს უსაფრთხოების გარანტია მისცა. ბაკიევმა უარი თქვა პრეზიდენტის უფლებამოსილების მოხსნაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ქვეყნის მართვაზე კონტროლი დაკარგა.

ბაკიევს და მის ნათესავებს ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით,  პრეზიდენტის ძმამ, ჟანბეკ ბაკიევმა მილიციელებსა და სამხედროებს უბრძანა, აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. პოლიციისა და აჯანყებულების შეტაკებისას ათასამდე ადამიანი დაშავდა. დროებითი მთავრობა პირობას დებს, რომ შექმნის საერთაშორისო კომისიას, რომელიც შეტაკებების დროს დაღუპულთა  სიკვდილის გარემოებებს გამოიძიებს.