საქართველოს პრეზიდენტი კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრო - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტი კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრო

ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანისგან წარმოქმნილი ფერფლის გამო პოლონეთის მიმართულებით ავიაფრენა შეჩერდა, რის გამოც საქართველოს ოფიციალურმა

დელეგაციამ პოლონეთში გამგზავრება ვერ მოახერხა. ფრენის გართულებული პირობების გამო დაკრძალვას მსოფლიო ლიდერთა უმეტესობა  ვერ დაესწრო, ნაწილი კი სიცოცხლის რისკის ფასად კრაკოვში მაინც ჩავიდა.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პორტუგალიაში ჩაფრინდა, იქიდან - იტალიაში, იტალიიდან - თურქეთში, თურქეთიდან კი ბულგარეთ-რუმინეთის საჰაერო სივრცით მოახერხა პოლონეთში ჩასვლა. ქვეყნის პირველი ლედი სანდრა რულოვსი ბრიუსელიდან კრაკოვში ავტომანქანით ჩავიდა.

ლეხ და მარია კაჩინსკები ვაველის ციხესიმაგრის ეზოში დაკრძალეს.