14 აპრილი დედაენის დღეა - კვირის პალიტრა

14 აპრილი დედაენის დღეა

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება  საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის,

გაუქმების შესახებ. რუსთაველის პროსპექტზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან  ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ.

პროტესტმა ნაყოფი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

თბილისში "დედაენის" ძეგლთან 14 აპრილს  მოსწავლეები, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, "ეროვნულმა საბჭომ" კი რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობა გამართა.

ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს ის მაღაზიები და დაწესებულებები დაათვალიერებინეს, რომლებსაც ქართული წარწერები არა აქვთ.  ძიძიგურმა და დავითაშვილმა ხელისუფლება ენის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არათუ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ქართული წარწერების გაკეთება სავალდებულო იქნება.