სკოლებში მანდატურები შევიდნენ - კვირის პალიტრა

სკოლებში მანდატურები შევიდნენ

15 აპრილიდან მანდატურები თბილისის 7 საპილოტე სკოლაში შევიდნენ. სამკაციანი ჯგუფი, რომელშიც ერთი ქალი და ორი მამაკაცი იქნება, სკოლის შიდა განაწესს

დაიცავს და სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფს. მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. მათ უფლება არა აქვთ, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების მანდატურთა პირველ ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა. მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში ისინი თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.