ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს - კვირის პალიტრა

ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს

"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს. მისი განმარტებით, საერთო კანდიდატის გარეშე ბრძოლას აზრი არა აქვს.

"როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი მტერი, შენი, ჩემი და ყველას ვალია, სამშობლოს გადასარჩენად გავერთიანდეთ ნებისმიერ პროცესში - იქნება არჩევნები თუ აქციები, მაგრამ ეს არ ხდება. აქ პასუხისმგებლობაა გადამწყვეტი. პასუხისმგებლობა არა შენი პარტიის ან მეგობრების, არამედ შენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე მთელი ჩემი ენერგია ჩავდე გაერთიანებისა და ერთობლივი ბრძოლის საქმეში, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტე, არ წამოვაყენო კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე"", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. თუმც, მისივე თქმით, არსებული რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლას გააგრძელებს.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, თუ ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური და გოგი თოფაძე საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან, მას აუცილებლად დაუჭერს მხარს.