"გინებაზე უკან არ დავიხევ" - კვირის პალიტრა

"გინებაზე უკან არ დავიხევ"

"სახალხო დემოკრატების" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი მთავრობის გადადგომას ითხოვს.

"საქართველოს მთავრობა ისეთია, იარაღით ან გინებით უნდა ჩამოაგდო. იარაღის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გინებაზე უკან არ დავიხევ", -  განაცხადა ნიკა  ივანიშვილმა და მთავრობის გადადგომის აუცილებლობის მიზეზებზე ისაუბრა:

"როგორც მერობის კანდიდატი და პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერი მოვუწოდებ მთავრობას ბატონ გილაურის მეთაურობით, გააცნობიეროს თავისი უხერხემლობისა და უნიათობის კატასტროფული შედეგები საქართველოსთვის და დაუყოვნებლივ გადადგეს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის გადაყენებაში არ გულისხმობს, "უკვე ტრადიციად ქცეულ კარუსელს".

მისივე თქმით, საარჩევნო მარათონი არ უნდა გახდეს საბაბი, "ვერ შევამჩნიოთ, როგორ გვენგრევა თავზე ქვეყანა, ხოლო მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, ფაქტობრივად, სძინავთ".