ქართველი დეპუტატები ავღანეთში ჩავიდნენ - კვირის პალიტრა

ქართველი დეპუტატები ავღანეთში ჩავიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო დელეგაცია ავღანეთში ჩავიდა. დავით ბაქრაძე დეპუტატებთან ერთად იმ სამხედრო ბაზას

ესტუმრა, სადაც ქართული ბატალიონი მსახურობს. ქართველი პარლამენტარები სამხედრო ბაზაში ერთი დღით დარჩნენ და ამით გამოუცხადეს ქართველ სამხედროებს მხარდაჭერა.

"ჩვენი, პოლიტიკოსების, მოვალეობაა, მორალურად და ფიზიკურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი დღე გაგვეტარებინა სამხედრო ბაზაში ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, სიმბოლურად მათთან ერთად გაგვევლო ის პრობლემები და საფრთხე, რომლებსაც ავღანეთში სამსახურის დროს ხვდებიან", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.