ნიკო გომელაური გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ნიკო გომელაური გარდაიცვალა

13 აპრილს, გამთენიისას, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.

ნიკო გომელაურს მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო საღამოში, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის "იავნანას" ცნობილი სლოგანიც "მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი".

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი" ითამაშა. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული, მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაბზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნიკო გომელაური დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს (იხ. გვ. 26).