მსახიობის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

მსახიობის ცხედარი იპოვეს

მარჯანიშვილის ქუჩის 16 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში სოხუმის თეატრის მსახიობ მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი იპოვეს.

როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა განაცხადა, ცხედრის ამოცნობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მოხერხდა. ბერიკაშვილის თქმით, გარდაცვალებამდე მიხეილ ქვაჭრელიშვილი მასთან ხშირად მიდიოდა და ეუბნეოდა, რომ ტელეფონით ემუქრებოდნენ. "ამბობდა, რა დავაშავეო. მან იცოდა, ვინც ურეკავდა.

მე ვერავის ხელს ვერ დავადებ", - აღნიშნა გივი ბერიკაშვილმა, რომელსაც თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი უჭირს.

მიხეილ ქვაჭრელიშვილი სახლიდან 4 აპრილს გავიდა  და მას შემდეგ არავის უნახავს.