ევროსაბჭოს დეპუტატები ცხინვალში არ შეუშვეს - კვირის პალიტრა

ევროსაბჭოს დეპუტატები ცხინვალში არ შეუშვეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ შეუშვეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერგნეთის

საგუშაგოსთან მოლაპარაკება ღია ცის ქვეშ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა მათიას იორშმა განმარტა, ცხინვალის რეჟიმი მოითხოვდა, რომ დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესულიყო.

"ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იყო სამხრეთიდან შესვლა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრები ვართ და ყოველთვის მოგზაურობის საშუალება არა გვაქვს. თავად ცხინვალის ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საზღვრები ღია იყოს როგორც მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა მათიას იორშმა.