შემთხვევა ზუგდიდში - კვირის პალიტრა

შემთხვევა ზუგდიდში

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა იროდიონ შელიამ ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდელი ნუგზარ მანია მოკლა.

ზუგდიდის კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ თამაზ თოლორაიას ოჯახში კონფლიქტის დასარეგულირებლად პოლიცია გამოიძახეს. თამაზ თოლორაია და მისი შვილი გიორგი ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა ვითარების განმუხტვა სცადეს, მაგრამ მამა-შვილმა თოლორაიებმა და მათმა მეზობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა იროდიონ შელიამ ტაბელური იარაღი გაისროლა, რასაც, სამწუხაროდ, თოლორაიების მეზობლის, ნუგზარ მანიას სიკვდილი მოჰყვა..

საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.