ევროპის საჰაერო სივრცე პარალიზებულია - კვირის პალიტრა

ევროპის საჰაერო სივრცე პარალიზებულია

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევით წარმოქმნილი ფერფლის გამო ევროპის  საჰაერო სივრცე პარალიზებულია.

ფერფლი ევროპის კონტინენტზე სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ ვრცელდება, რაც თვითმფრინავებს საფრთხეს უქმნის და ქვეყნებს აიძულებს, დახურონ საჰაერო სივრცე.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა ევროპულმა კომპანია "ლუფტანზამ" გერმანიის აეროპორტებიდან ყველა რეისი გადადო. დახურული იყო შვეიცარიის აეროპორტებიც. უკრაინაში, კიევის გარდა, აეროპორტები კიდევ სამ ქალაქშია დახურული, დროებით  აკრძალა ფრენა დიდმა ბრიტანეთმაც.