ხელისუფლება ხელს არ უნდა უშლიდეს პრესას - კვირის პალიტრა

ხელისუფლება ხელს არ უნდა უშლიდეს პრესას

"საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მნიშვნელოვანს უწოდებს.

"სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა არსებობდეს ხელის შემშლელი ბარიერები, პირიქით, უნდა იყოს ხელშემწყობი პირობები, რათა ბეჭდვითი პროდუქცია ქვეყანაში სათანადოდ ვრცელდებოდეს. პრესის გავრცელებას სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს", - აღნიშნა სახალხო დამცველმა. გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ თუ  "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, ამ კუთხით ქვეყანაში სიტუაციას გააუმჯობესებს.

"საქართველოს პრესის ასოციაციის" წევრები ბეჭდური მედიის თავისუფალი და გამჭვირვალე გავრცელების უზრუნველსაყოფად უახლოეს დღეებში პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ.

ექსპერტ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლება "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს საზოგადოებაში ბევრ კითხვას გააჩენს (ვრცლად იხ. გვ. 29).