გაიმართება უკანონო პატიმრების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია - კვირის პალიტრა

გაიმართება უკანონო პატიმრების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია

30 აპრილს, 15.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას ორგანიზებას

საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" გაუწევს. მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

22 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეუერთდებიან 30 აპრილს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელსაც აქციის ორგანიზატორ ეკა ბესელიას განცხადებით, მანიფესტაციის ფორმა ექნება.