მინისტრთან შეხვედრის თხოვნით პატიმარი შიმშილობს - კვირის პალიტრა

მინისტრთან შეხვედრის თხოვნით პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, რუსთავის #1 დაწესებულებაში

პატიმარი მაკა მოსიაშვილი შიმშილობს.

ეკა ბესელიას საზოგადოებრივი მოძრაობის - "სოლიდარობა  უკანონო პატიმრებს" ცნობით, პატიმარმა ჟურნალისტმა შიმშილობა 20 აპრილიდან გამოაცხადა.

"პატიმრებმა ამ ამბის შესახებ არაერთი წერილი გაუგზავნეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, თუმცა აღნიშნულ წერილებს პასუხი და რეაგირება არ მოჰყოლია.

"ჩვენ მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, რეაგირება მოახდინოს მოშიმშილე მსჯავრდადებულ მაკა მოსიაშვილის თხოვნაზე, რათა აღმოუჩინონ  დახმარება კანონით გათვალისწინებული წესით", - განაცხადეს ეკა ბესელიას ორგანიზაციაში.