საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს პრესსამსახური პროტესტანტულ-ევანგელისტური სექტის, "ადგილობრივი ეკლესიის" მიერ გავრცელებულ მოსაწვევებთან დაკავშირებით განცხადებას

აკეთებს.

თბილისის ქუჩებში ვრცელდება მოსაწვევები, სახელწოდებით "ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო". მასში ადამიანის ღმერთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეა საუბარი და წარმოდგენილია იესო ქრისტეს "პირად მხსნელად" "აღიარების" ლოცვა.

"მოსაწვევის შინაარსიდან მოქალაქე ვერ მიხვდება, თუ რომელ რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს საქმე. აღნიშნულ მოსაწვევებს ერთ-ერთი პროტესტანტულ-ევანგელისტური სექტა - "ადგილობრივი ეკლესია" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ეს სექტა XX საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთში ჩამოყალიბდა და მისი დამაარსებლები არიან უოჩმან ნი და უიტნეს ლი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს პრესსამსახური მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ქუჩაში  გავრცელებული, ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე სექტა დგას.