ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ

"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევას და ასი ათასი მოწამის სახელწოდების მინიჭებას ითხოვს. ამ მოთხოვნით

ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიმართეს. მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი:

"ჩვენი მიზანია, ქართველებმა წინაპართა ხსოვნას ღირსეული პატივი მივაგოთ. ამიტომ ისტორიულ ადგილს, სადაც ასი ათასი მოწამე ღირსეულად აღესრულა, მათი სახელი უნდა ეწოდოს".