ზესტაფონის "ფერო" გაიფიცა - კვირის პალიტრა

ზესტაფონის "ფერო" გაიფიცა

23 აპრილს ზესტაფონში მეტალურგები გაიფიცნენ.

პროფკავშირების ინფორმაციით, ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებს ჭიათურის მაღაროებიც შეუერთდებიან. ფართომასშტაბიანი გაფიცვა ჭიათურის მაღაროებშიც იგეგმება.

რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნა 20 აპრილს გახდა ცნობილი. Mმოთხოვნებს შორის არის - პროფკავშირების წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა, დასაქმებულთათვის ხელფასების მომატება და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გამოსწორება. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეტალურგები შიმშილობასაც მიმართავენ.