კათოლიკე ეპისკოპოსმა ეკლესია დატოვა
ბოლო დროს რომის პაპმა ბენედიქტ  XVI-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ღვთისმსახურთა შორის პედოფილიის გახშირების შემთხვევების გამო და
დაზარალებულებს ნუგეში სიტყვიერად სცა.

მართალია, დაზარალებულები ვატიკანისაგან საკომპენსაციოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ, მაგრამ კომპენსაცია იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც კათოლიკურ ეკლესიაში საიდუმლოდ შენახული დანაშაულებისათვის ფარდის ახდა.

ახლახან ბი-ბი-სისა და სი-ენ-ენის ყურადღების საგანი ბელგიის ქალაქ ბრიუგეს ეპისკოპოსი როჟე ვანგელუვე აღმოჩნდა. 73 წელს მიტანებულმა სასულიერო პირმა აღიარა, რომ როცა ჯერ კიდევ რიგითი მღვდელი იყო, პატარა ბიჭთან სექსუალურ
კავშირს ამყარებდა.

"მე ვაიძულე პატარა ბიჭი, ჩემთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. მომავალში ეს რამდენჯერმე განმეორდა, რამაც სამუდამოდ გაუმრუდა ბიჭს ცხოვრება. შემინდეთ, უსაზღვროდ დამნაშავე ვარ!"

როჟე ვანგელუვემ დანაშაული მოინანია, მაგრამ საზოგადოების აღშფოთება ვერ გაანელა. მას ეკლესიის დატოვება მოუხდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები