26 მაისს ხელისუფლება აღლუმს ვერ ჩაიბარებს?! - კვირის პალიტრა

26 მაისს ხელისუფლება აღლუმს ვერ ჩაიბარებს?!

გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") პირობას დებს, რომ 26 მაისს ხელისუფლება აღლუმს ვერ ჩაიბარებს. მანვე აღნიშნა, რომ "ხელისუფლებამ შარშანაც ვერ ჩაიბარა აღლუმი და

თავად, სულ მარტოც რომ დარჩეს, რუსთაველის გამზირზე გავა და იქ არც ტანკს გაატარებს და არც თვითმფრინავს".

"არ არის ეს ხელისუფლება ღირსი, პარადი მიიღოს!" - განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და მისი ბრძოლა ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარეობს.