"უცნობს" არჩევნების გაშარჟება სურდა - კვირის პალიტრა

"უცნობს" არჩევნების გაშარჟება სურდა

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ლაღიძის განცხადებით, მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") მისი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას

მართლაც აპირებდა.

ლაღიძის თქმით, გია გაჩეჩილაძეს სურდა, პარტია "მომავალი საქართველოს" სახელით, მაჟორიტარ კანდიდატებად "დაიცავი საქართველოს" რამდენიმე წევრის წარდგენა. მოლაპარაკებები "დაიცავი საქართველოს" და პარტია "მომავალი საქართველოს" შორის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო გადაწყვეტილება 22 აპრილს მიიღეს.

მისივე თქმით, პარტია არ დაეთანხმა "უცნობის" იდეას, ვინაიდან მას არჩევნების გაშარჟება სურდა. ლაღიძის განცხადებით, პარტია "მომავალი საქართველო" თავის სახელს "უცნობს" არ გამოაყენებინებდა.